ვემზადებოდი კანადის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სადაც მიღება მხოლოდ 4%-ია. გზა გრძელია: კურსები, აკადემიური გამოცდები, ძლიერი აპლიკაცია, სუპერვიზორის პოვნა, კვლევითი პრაქტიკა.
ერთ მომენტში დავიღალე. უიმედობამ შემიპყრო და ვიფიქრე - იქნებ უარი ვთქვა და სხვა, უფრო „მარტივი“ გზა ავირჩიო. მაგრამ, ეს ის ადგილია, სადაც გული სხვანაირად მიცემს.
და უცებ დავფიქრდი: მე რომ ახლა ბრძოლაზე უარი ვთქვა, რა სინდისით მოვუწოდო ადამიანებს გაბედონ მეტი, თუ ამას პირველ რიგში მე არ გავაკეთებ? თანაც სწორედ ახლა, როდესაც პროგრამას „ცხოვრება მისიით“ ვიწყებ.
ჰოდა, ავდექი, ჩავჯექი მანქანაში, წავედი კოლეჯში, კიდევ 2 მოსამზადებელ კურსზე დავრეგისტრირდი - და ვაგრძელებ გზას.
შემდეგ 200-ზე მეტი ადამიანის ისტორია წავიკითხე - ყველას სურს გაბედოს მეტი, მაგრამ ფერხდება. ეს მარათონი სწორედ ამისთვისაა.